გაგვიმართლა, რომ თელავში სტიქია გამთენიისას განვითარდა – ყოველთვის ასეთი იღბლიანები ვერ ვიქნებით – ლაშა სუხიშვილი

spot_imgspot_img

“გაგვიმართლა, რომ თელავში სტიქია გამთენიისას განვითარდა – ყოველთვის ასეთი იღბლიანები ვერ ვიქნებით “- აცხადებს, ჰიდროლოგი, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსი, ლაშა სუხიშვილი და  განმარტავს, რას შეეძლო გამოეწვია თელავში სტიქია.

ამის შესახებ, მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსში“ ისაუბრა.

ლაშა სუხიშვილის თქმით,  მდინარეში დაგროვებული ნაშალი მასალა წვიმის წყალმა თელავისკენ წამოიღო, რის წინააღმდეგაც ზედა უბნებზე განთავსებულმა ნატანდამჭერმა ნაგებობებმა და არხმა შედარებით უკეთესად იმუშავა, თუმცა ქვედა უბნებზე, სადაც მთავარი სტიქია დაიწყო, ნაკადი არხიდან გადმოვიდა.

„რაც განვითარდა თელავში და მასში ჩამომდინარე მდინარე თელავისხევზე იყო ის, რომ მდინარეში წლების საუკუნეების განმავლობაში გროვდება ნაშალი მასალა და ამ მასალას მხოლოდ უხვი ნალექი სჭირდება რომ თელავამდე ჩამოვიდეს, ასე ხდებოდა ყოველთვის, თელავის დაარსებამდეც. 12 ივლისსაც იგივე მოხდა, დაგროვებული მასალა წვიმის წყალმა წამოიღო თელავისკენ, თუმცა ნაკადისთვის პირველი შეფერხება იყო ის სამი ე.წ. ნატანდამჭერი ნაგებობა, რომლებიც მდინარე ხევის შუა წელშია გალაგებული. როგორც ჩანს, ამ ნაგებობებმა, დიდი მოცულობის ნატანი მასალა შეაჩერა, თუმცა ამ ნაგებობის ფუნქცია არ არის წყლის შეგუბება, შესაბამისად, წყალი გამოატარეს. ამასობაში, შეამცირეს წყლის ენერგია, მაგრამ არ აღმოჩნდა საკმარისი, ნატანდამჭერი ნაგებობის შემდეგაც კი, საკმაოდ დიდი მოცულობის ეროზიული პროცესები აწარმოვა ნაკადებმა და ასე შევიდა ქალაქ თელავში, თელავში ამ ნაკადს ხვდება ხელოვნური არხი და ამ არხის ფუნქცია არის ის, რომ ნაკადს მისცეს მაღალი სიჩქარით განვითარების საშუალება, რაც განაპირობებს ნაკადში წყლის დონის კლებას. ანუ ამ არხის ფუნქციაა, რომ ნაპირებიდან არ გადმოვიდეს ნაკადი, ძირითადად ასეც იმუშავა ამ საბჭოთა პერიოდის არხმა.

მთავარი სტიქია დაიწყო კავკასიონის ქუჩაზე, „ავერსის“ კლინიკამდე 100-150 მეტრში, სადაც ნაკადი გადმოვიდა არხიდან. ეს გადმოსვლა რამ გადმოიწვია, დაზუსტებით ვერ ვამბობთ, შეიძლება გამოეწვია არხის გაუმართაობასაც, თუმცა ასევე შეიძლება გამოეწვია იმას, რომ ქვედა მხარეა და აქ მეტი წყალი კონცენტრირდება, ვიდრე ზედა უბანში. ფაქტია, ერთ კონკრეტულ წერტილში შეექმნა ნაკადს პრობლემა და იმ წერტილიდან დაიწყო გადმოსვლა და გაშლა კავკასიონის ქუჩაზე“,- განაცხადა ლაშა სუხიშვილმა.

თელავში განვითარებული სტიქიისას, წყლის ნაკადის სიჩქარე საკმაოდ სწრაფი იყო, რაც საფრთხის შემცველია.

„წყლის ნაკადის სიჩქარე საკმაოდ სწრაფი იყო, 5/10 მ/წმ სიჩქარის. 5 მ/წმ სიჩქარის ნაკადი საკმარისია, რომ ფეხზე მდგომი ადამიანი წააქციოს. ეს ნიშნავს, რომ ეს საფრთხის შემცველია, მით უმეტეს, 10 მ/წმ-ის შემთხვევაში. ალბათ, უბრალოდ, გაგვიმართლა, რომ სტიქია გამთენიისას განვითარდა. ჩვენი სეისმური ქსელის მონაცემებით, შეიძლება ყოფილიყო, დაახლოებით ღამის 2 საათი 40-45 წუთი, როდესაც სტიქია დაიწყო. ეს ის დროა, როცა მოსახლეობის ყველაზე ნაკლები კონცენტრაციაა ქუჩებში და ალბათ ესეც იყო ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც საბედნიეროდ მსხვერპლი არაა. თუმცა იმ ნატანდამჭერმა ნაგებობებმა, რომელიც თელავის ხევშია განლაგებული და არხის დიდი ნაწილის კარგად მუშაობამ უზრუნველყო ის, რომ დაახლოებით 2 კმ ისე გაიარა ნაკადმა თელავში, რომ განსაკუთრებული პრობლემა არ შეუქმნია“,- განაცხადა ლაშა სუხიშვილმა.

სუხიშვილი ასევე აღნიშნავს, რომ სტიქიის დროს მოსალოდნელი რისკის შემცირება შესაძლებელია.

„რისკი არის ის, რაც ეხება ადამიანს და ინფრასტრუქტურას და კი, ამის შემცირება შესაძლებელია. ქვედა უბნები ძალიან დაზარალდა, ზედა უბნები ნაკლებად, რადგან არხმა მეტ-ნაკლებად კარგად იმუშავა, მაგრამზედა არხზე დაშენებულია ნაგებობები. ყოველთვის ასეთი იღბლიანები ვერ ვიქნებით, მსგავსი სტიქია კიდევ განმეორდება და ყოველთვის, ინფრასტრუქტურა იდეალური ვერ იქნება, სადღაც რაღაც დაზიანდება. უნდა გვქონდეს პესიმისტური სცენარი და ეს ნაგებობები ყველაზე პესიმისტური სცენარებით დაგეგმარდეს“,- განაცხადა ლაშა სუხიშვილმა

spot_imgspot_img

პოპულარული

ახალი სკანდალი ფიფას პრეზიდენტის გარშემო: ინფანტინოს საყვარლისთვის დიდი თანხის გადახდაში ადანაშაულებენ

ფიფას პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს სავარაუდო საყვარელმა უეფასგან კომპენსაცია მიიღო...

ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი შპს „სოლიდუსმა“ შეიტანა

ოკუპირებულ აფხაზეთს საწვავი კომპანია „სოლიდუსმა“ მიაწოდა. ამის შესახებ „რადიო...

„ოცნების“ ლიდერები შინდისში: წინა ხელისუფლება მოღალატეა, ომი მათ დაიწყეს

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიწყო ომი, რომელიც დასრულდა ჩვენი ქვეყნისთვის უბედურებით,...

ლავროვი: ვერ გავჩერდებით, პასუხისმგებლები ვართ რუსეთის ათასწლოვანი ისტორიის წინაშე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ომის მიმდინარეობასა და...

კრიზისი სოხუმში და პასუხი თბილისიდან: როგორ შევიდა ქართული საწვავი ოკუპირებულ აფხაზეთში

ირაკლი კობახიძემ დაადასტურა, რომ ოკუპიტებულ აფხაზეთში საწვავი საქართველოს ხელისუფლების...

ნინო სუხიშვილის მიმართვა: ჩვენ არაფერი გვჭირს არც თავის სამართლებელი, არც დასაცავი

„ჩვენ არაფერი გვჭირს არც თავის სამართლებელი, არც დასაცავი“ -...

კობახიძის განცხადების გამო ცხინვალის რეჟიმი აგრესიაში დამნაშავედ ქართული სახელმწიფოს გამოცხადებას მოითხოვს

ცხინვალის რეჟიმი თვლის, რომ საქართველომ კობახიძის სახით აღიარა სააკაშვილი...

„ტროლები“ ირაკლი კობახიძის მხარდასაჭერად

230 „ტროლი“, რომელიც ირაკლი კობახიძის განცხადებებს „ალაიქებდა“ „მითების დეტექტორმა“...
spot_img

ყველა ამბავი

ნატოს გამანადგურებლებმა ლატვიის თავზე შეჭრილი დრონი ჩამოაგდეს

რუსეთის რეგიონებზე დრონებით შეტევის დროს ერთ-ერთი უპილოტო საფრენი აპარატი ლატვიის საჰაერო სივრცეში მოხვდა. ის ნატოს გამანადგურებლებმა გაანადგურეს, განაცხადა ლატვიის...

ნინო სუხიშვილის მიმართვა: ჩვენ არაფერი გვჭირს არც თავის სამართლებელი, არც დასაცავი

„ჩვენ არაფერი გვჭირს არც თავის სამართლებელი, არც დასაცავი“ - ამის შესახებ ნინო სუხიშვილი ვიდეომიმართვაში ამბობს.ქართული ნაციონალური ბალეტის ხელმძღვანელი ანსამბლის...

ლავროვი: ვერ გავჩერდებით, პასუხისმგებლები ვართ რუსეთის ათასწლოვანი ისტორიის წინაშე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ომის მიმდინარეობასა და დასავლეთის როლზე საუბრისას კატეგორიულად უარყო ფრონტის არსებულ ხაზზე კონფლიქტის გაყინვის...

სააკაშვილი: ივანიშვილი რუსეთთან ხელშეკრულების გაფორმებისა და ანტი-დასავლური პაქტის შექმნისთვის ემზადება

ივანიშვილი ემზადება რუსეთთან ხელშეკრულების გაფორმებისთვის, დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენისთვის, ანტი-დასავლური პაქტის შექმნისთვის, -აფხაზეთის და ცხინვალის სუბიექტად აღიარებისთვის - ამის შესახებ...

კომპანია „სოლიდუსმა“ ოკუპირებულ აფხაზეთში კიდევ 100 ტონა საწვავი შეიტანა

კომპანია „სოლიდუსმა“ ოკუპირებულ აფხაზეთში კიდევ 100 ტონა საწვავი შეიტანა. ამის შესახებ კომპანიის მფლობელმა გიორგი არველაძემ BM.GE-ის განუცხადა.„სანამ ეს კრიზისი...

რომან გოცირიძე: ფხაზეთში საწვავის შეტანა საქართველოს და რუსეთის ხელისუფლების ორგანიზებით მოხდა

ვისოლი, გალფი, სოკარი, რომპეტროლი, ლუკოილი-აქედან ერთ-ერთი არის ის კომპანია, რომელმაც ოკუპანტებს დახმარების ხელი გაუწოდა. გუშინ სოჭში საწვავზე 15 საათიანი...

6 კითხვა ირაკლი კობახიძეს

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აფხაზეთში საწვავის შეტანის დეტალების გასაჯაროებას ითხოვს.პარტიის წევრმა შალვა კერესელიძემ ირაკლი კობახიძეს ამ საკითხზე სადეპუტატო შეკითხვით მიმართა.კობახიძესთან...

„ტროლები“ ირაკლი კობახიძის მხარდასაჭერად

230 „ტროლი“, რომელიც ირაკლი კობახიძის განცხადებებს „ალაიქებდა“ „მითების დეტექტორმა“ გამოავლინა.ამ ყალბი ანგარიშებით სოციალურ ქსელში კობახიძის იმ განცხადებებს იწონებდნენ, რომელიც...

პუტინი ჯავშანმატარებლით გადაადგილდება და მოსკოვში „ყალბ“ კორტეჟებს დაატარებს, რათა უკრაინულ დრონებს დაემალოს, — NYT

The New York Times წერს, რომ კრემლის ბინადრის პარანოია ახალ დონეზე გადავიდა. ახლა პუტინი უპირატესობას ანიჭებს საიდუმლო ჯავშანმატარებელს, რომელიც...

გლოვოს კურიერზე თავდასხმისთვის კიდევ 2 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით, ორი არასრულწლოვანი...

რუსეთთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა 50 კომპანიის გატეხვის შესახებ განაცხადეს

ჰაკერულმა დაჯგუფება Cl0p-მა, რომელსაც მედიაში რუსეთთან აკავშირებენ, განაცხადა, რომ თითქმის 50 გლობალური კომპანიის ინფორმაცია მოიპარა. მათ შორის არიან Philips,...

ნოვოროსიისკის სამივე მარცვლეულის ტერმინალის მუშაობა შეჩერებულია

ნოვოროსიისკის პორტის მარცვლეულის ტერმინალმა КСК–მ თანამშრომლებისა და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ოპერაციების დროებით შეჩერების შესახებ განაცხადა. მანამდე დრონებით თავდასხმების...