უკრაინული მედია უპილოტო სისტემების ძალების მეთაურზე, რობერტ მადიარ ბროვდიზე დაყრდნობით წერს,რომ უკრაინის უპილოტო სისტემების ძალებმა შავ ზღვაში რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემებს დაარტყეს.
რობერტ მადიარის ცნობით, უპილოტო სისტემების ძალების დანაყოფებმა ოკუპირებული ყირიმის მახლობლად რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 20 გემს შეუტიეს.დაზიანებულ გემებს შორის 17 ნავთობტანკერია, 2 გაზის გადამზიდი ხომალდია, ხოლო ერთი საბუქსირე გემია.
ბოლო ცხრა დღის განმავლობაში უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მიერ აზოვის ზღვაში განხორციელებული დარტყმების შედეგად 116 გემი მწყობრიდან გამოვიდა.















