“ჩემს შემცვლელს ვუტოვებ არმიას, რომელიც უტევს, იმედია, ეს გაგრძელდება “- აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი, ოლექსანდრ სირსკი, რომელიც თანამდებობიდან გუშინ, 21 ივლისს გადააყენეს.
“ჩემს შემცვლელს ვუტოვებ არმიას, რომელიც არა მხოლოდ თავს იცავს, არამედ უტევს – აქვს ინიციატივა, სტრუქტურა და ჰყავს ადამიანები, რომლებმაც იციან, მტერს როგორ ებრძოლონ. იმედი მაქვს, ეს შეტევა გაგრძელდება, ყველაფერი ამისთვისაა.
მადლობა ყველა ჯარისკაცს, სერჟანტსა და ოფიცერს, ვისთან ერთადაც ეს წლები გავიარე – ჩვენი დაღუპულების ოჯახების წინაშე კი ქედს ვიხრი. ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ: ჩემი საქმე ომია. თანამდებობები იცვლება, ეს პრინციპი კი – არა.
რა სტატუსიც არ უნდა მქონდეს, უკრაინას გამარჯვებამდე მოვემსახურები. უკრაინას გმირი ხალხი იცავს. ჩვენი ქვეყანა გადარჩება, თუ თავის საქმეს ყველა ისე გულმოდგინედ შეასრულებს, როგორც უკრაინული არმია. დიდება უკრაინას!”. – წერია სირსკის განცხადებაში.















