ირანულმა იერიშმა, რომელიც ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე ჩინური კომპანიის კუთვნილ შენობას მოხვდა, ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ინფორმაციას ქუვეითის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
“ირანის აგრესიის სამიზნე ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე ჩინური კომპანიის კუთვნილი შენობა გახდა, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი მუშაკი და შენობას მძიმე მატერიალური ზიანი მიადგა“ – ნათქვამია სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.















