მელია მაგინებს, ღარიბაშვილი და ლილუაშვილი შეშინებულები არიან, მე ლექციებს ვკითხულობ: სააკაშვილი ციხიდან

მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ციხეში, ასევე პატიმრობაში მყოფი ნიკა მელია მისი მისამართით იგინება. ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტშია ნათქვამი, რომელშიც სააკაშვილი რუსთავის ციხეში შესახლებულ სხვა პატიმრებზეც – ირაკლი ღარიბაშვილზე, გრიგოლ ლილუაშვილზე და ჯუანშერ ბურჭულაძეზეც წერს. ასევე იმაზე, თუ როგორ უტარებს ლექციებს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე ბადრაგებსა და მეზობელი კორპუსის პატიმრებს – საკნის სარკმლიდან სკამზე ამძვრალი.

„მინდა ვაღიარო, რომ როგორც ამ ციხის მაყურებელი უკვე 5 წელია, დიახ ქართველებო უკვე 5 წელია უდრტვინველად იტანთ ჩემს აქ ყოფნას 🙂 ისე აირია ყველაფერი ვეღარ ვიცნობ აქაურობას.

“პრემიერ-მინისტრი”, იგივე “საფრანგეთის აგენტი”, ტრიტრი ანტუან ღარიბაშვილი ივანიშვილის ეხვეწება საკნიდან, არ მომკლაო. მასთან ოჯახის წევრებს არ უშვებენ. საშინლად ნანობს რომ ლონდა თოლორაიას სამსახური გააუქმა თავის დროზე (ჩემს გამო) და ოცნებობს რომ სახალხო დამცველი ისევ ნინო ლომჯარია იყოს და არა მისი ხელდასმული იოსელიანი.

ლილუაშვილი, რომელიც ასევე შეშინებულია ვინაიდან ზუსტად იცის თუ როგორ ხდება ციხის ამ კორპუსში, საკვებში მძიმე მეტალების საწამლავის შერევა.

ყოფილი მინისტრი, “მაფიის მამხილებელ-ჩამშვები” ბურჭულაძე, რომელიც ციხის თანამშრომლებთან ხმამაღლა მაქებს, იძახის რომ მე ვარ “გენიოსი” და საქართველოს უკეთესი მმართველი არ ჰყოლია და ყველანაირად მითვლის მოკითხვებს, რომ თავის ნაცვლად კომპიუტერი მაქვს. თავს იწონებს რომ მარტო მე და მიშა ვართ პარაშუტით გადმომხტარი მინისტრებად მუშაობის დროსო.

და ბოლოს ნიკანორ მელია, დიახ ის მელია რომელიც ერთ დროს ჩემს მზეს რომ ფიცულობდა, ახლა ის დერეფანში ჩემს ყოველ ჩავლაზე მთელი ხმით უშვერ დედის გინებებს აღავლენს ხოლმე, ჩემი მიმართულებით საკნიდან (ზუსტად ისე გლდანში კრიმინალები რომ მაგინებდნენ ), ვინაიდან გინების გარდა სხვა ბგერებს არ გამოსცემს, ვერ გეტყვით ზუსტად რა უნდა. რაზეც აქაური ბადრაგებიც დაუფარავად ბრაზდებიან და სხვადასხვა არასასიამოვნო ტერმინებით მოიხსენიებენ.

და ბოლოს მე, რომელმაც საკუთარ თავს პოლიტინფორმატორის ფუნქცია გამოვუნახე და ყოველ მეორე საღამოს ეზოში შეკრებილ ბადრაგებს და მეზობელი კორპუსის პატიმრებს საკნის სარკმლიდან სკამზე ამძვრალი ლექციას ვუკითხავ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე და ისინიც დიდი ყურადღებით მისმენენ.

დაამატეთ ამას ყოველი საღამოს, რატომღაც ზუსტად 6 საათზე, ყვავების შეკრება და ისტერიული ჩხავილი, როცა ნამდვილი ბულბული პაატა ბურჭულაძე გაჩუმებული ჰყავთ გისოსებს მიღმა, ხოდა ზუსტად „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“ სიტუაციაა და რა გასაკვირია, რომ ადრე ფსიქიატრი ათასში ერთხელ თუ შემოივლიდა, ახლა პრაქტიკულად მორიგეობს ამ კორპუსში. მაგრამ გამოწერილი “აბი გლუკოზები” მე მგონი ვეღარავის შველის.

ამასობაში მგონი წყალსადენიც გაიფიცა და ციხეში მე-3 დღეა წყალი არ მოდის“ – წერს მიხეილ სააკაშვილი

პოპულარული

აშშ რუსეთთან მრავალმილიარდიან ნავთობის გარიგებას განიხილავს

აშშ-ის ადმინისტრაციის მოსკოვთან მოლაპარაკებები უკრაინაში ომის შეწყვეტის შესახებ გაფართოვდა...

ამ ეტაპზე არ განიხილება არ განიხილება – კობახიძე საწვავის აქციზის შემცირებაზე

ამ ეტაპზე ასეთი საკითხი არ განიხილება. თქვენ იცით, რომ...

„თანამშრომლობამ აზრი დაკარგა“ – გერმანიის საგარეო უწყება და ბუნდესტაგის დეპუტატები თბილისის გადაწყვეტილებებს მკაცრად აკრიტიკებენ

გერმანიის მთავრობა სინანულს გამოთქვამს თბილისში ადენაუერისა და ნაუმანის ფონდების...

გარდაბანში კაცი მოკლეს – დააკავეს წარსულში ნასამართლევი პირი

სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.შსს-ს ცნობით,...

აშშ-ში სიკვდილმისჯილი პატიმარი, წარუმატებელი სიკვდილით დასჯის შემდეგ, გონზე მოვიდა და ლაპარაკობს

აშშ-ში სიკვდილმისჯილი პატიმარი კრისტა პაიკი, გასულ კვირას სიკვდილით დასჯის...

ამ ოჯახს საფუძვლიანი „ნაცური“ წარსული ჰქონია, ეს ორგანიზებული უბინძურესი კამპანიაა – მაჭავარიანი პატიმარ დავითაძეზე

ყველას შეუძლია დარწმუნდეს, რომ აბსურდთან და ჩვეულებრივი ინტრიგანი ოჯახის...

ყველა ამბავი

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეკორდულ გაფართოებას ამზადებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სიების ყველაზე მასშტაბურ გაფართოებას ამზადებს — სიებს 1600-ზე მეტი ადამიანი და ორგანიზაცია დაემატება. ვინ მოხვდება...

პოლიციამ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც საფრანგეთის რივიერაზე მდებარე მუზეუმიდან მოიპარეს

საფრანგეთის პოლიციამ პიერ ოგიუსტ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც ერთი თვის წინ საფრანგეთის ქალაქ კან-სიურ-მერში მდებარე მხატვრის მუზეუმიდან მოიპარეს....

უკრაინული დრონების თავდასხმის გამო პუტინის თვითმფრინავები მოსკოვში ვერ ეშვებოდნენ

დღეს, 9 ოქტომბერს, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებისა და მცირე საჰაერო ბუშტების იერიშის გამო მოსკოვის საჰაერო სივრცეში საგანგებო შეზღუდვები დაწესდა.როსავიაციამ...

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა. აზერბაიჯანის დედაქალაქში, ბაქოში, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. -100 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ილია სულამანიძე...

გიორგი კირვალიძეს ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ გიორგი კირვალიძეს ბიძინა ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო. გადაწყვეტილების...

უკრაინამ Yandex-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანა იერიში

უკრაინელებმა  რუსეთში, კალუგის ოლქში მდებარე Yandex DC-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანეს იერიში.  როგორც ცნობილია, თავდასხმამ მონაცემთა ცენტრი "ნაწილობრივ...

უკრაინელებმა რუსეთის სიღრმეში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიში მიიტანეს

უკრაინელებმა მორიგი მაღალი სიზუსტის დარტყმები განახორციელეს რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სტრატეგიულ ობიექტებზე, მათ შორის ომსკის უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და უკრაინის...

აშშ-ის ისტორიაში პირველად — სიკვდილით დასჯის პირდაპირ ეთერში გადაცემა იგეგმება

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო ნიდალ ჰასანის სიკვდილით დასჯის პირდაპირ ეთერში გადაცემას გეგმავს, — ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. ჰასანი არმიის ყოფილი...

ნიდერლანდების პარლამენტმა საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივრის შეტანა მოითხოვა

ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებას მოუწოდებს, პარტნიორ სახელმწიფოებთან ერთად, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში...

„ქართულმა ოცნებამ“ ტელევიზიებს 93 სიტყვის გამოყენება აუკრძალა“ – TI

ბოლო 6 თვეში, კომისიამ კრიტიკულ ტელევიზიებს – „ტელეკომპანია პირველსა“ და „ფორმულას“ „ქართული ოცნებისთვის“ მიუღებელი სიტყვებისა და ფრაზების გამოყენებისთვის“ მოხსენებითი...

სანქციები არაფერს ნიშნავს, ბიძინა ივანიშვილისთვის ეს არ არის საინტერესო – კობახიძე სანქციებზე

"მე ვერ გეტყვით, თავად ბიძინა ივანიშვილისთვის ეს არ არის საინტერესო, ჩვენთვის, ყველასთვის, მთლიანად გუნდისთვის, მათ შორის ბიძინა ივანიშვილისთვის, ერთადერთი...

ამ ეტაპზე არ განიხილება არ განიხილება – კობახიძე საწვავის აქციზის შემცირებაზე

ამ ეტაპზე ასეთი საკითხი არ განიხილება. თქვენ იცით, რომ საწვავის ფასების მატება გამოიწვია ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტმა. იმედი უნდა...