“2 წელია იმ იმედით ვარ რო დამნაშავე დაისჯება, რაის ამნისტია?”- ასე ეხმაურება, 2019 წლის, 20 ივნისს დაზარალებული მაკო გომური მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით კრისტიან დანიელსონმა მხარეებს 20 ივნისის საქმის მონაწილეების, როგორც აქტივისტების, ისე სამართალდამცავების ამნისტიის ინიციატივით მიმართა.
“ახლა მე გეტყვით ეგეთი პუნქტი თუ მართლა არსებობს და მაგაზე ხელს ვინმე მოაწერს, ფეხებზე მკიდია ყველა და ყველაფერი. 2 წელია თითქმის იმ იმედით ვარ რო დამნაშავე დაისჯება და ერთადერთი ეგ მაძლევს მოტივაციას და იმის განცდას, რომ ყველაფერი აზრს მოკლებული არაა და რამეს მაინც აქვს აზრი.
რაის ამნისტია, არ მაინტერესებს საერთოდ სხვა დანარჩენი პუნქტები, რაის ამნისტია????
ანუ ეგეთ რეალობას ქნიან რო დამნაშავე არ დაისჯება როგორც ყოველთვის და მერე იმაზე უნდა გვქონდეს პრეტენზია რო უსამართლობა ხდება, როცა პირდაპირ გვეუბნებიან რო აი მაგ უსამართლობაზე თვალები დახუჭე ან რაც დაგრჩა ის დახუჭე. როგორც ზუკამ თქვა თაროზე შემოდებული საქმეები დაჭედდება იმ თაროზე.
ხოდა აი ეგ რომ მოხდეს, ეგ პუნქტი რომ არსებობდეს და ვინმემ მაგაზე ხელი მოაწეროს, 3.14ზდეც მეგობრებო.”- წერს მაკო გომური სოციალურ ქსელში.