რა წერია დანიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში

რა წერია დენიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში? – „პუბლიკის“ წყაროს ცნობით, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დენიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში rრიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით არაფერი წერია.  გავრცელებული ინფორმაცია წარმოადგენს პუნქტების შინაარსს და არა მათ ზუსტ ფორმულირებას

  • ევროკავშირი მზადაა, ერთ-ერთი ფონდის გავლით გადაიხადოს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას გირაო.
  • გიორგი რურუამ საპატიმრო დატოვოს ე.წ. „უდოს“ მექანიზმით, ელექტრონული სამაჯურით, ნოემბერში.
  • გამოიცეს ამნისტია, რომელიც შეეხება ოცი ივნისის საქმის მონაწილეებს – როგორც აქტივისტებს, ისე სამართალდამცავებს.
  • ოპოზიციამ უხელმძღვანელოს 5 კომიტეტს პარლამენტში, მათ შორის, საბიუჯეტოს, ადამიანის უფლებების, საპროცედუროს, საგარეოს…
  • შეჩერდეს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი.
  • პარტიების დაფინანსების საკითხზე მოხდეს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება.
  • გენერალური პროკურორი დაინიშნოს პარლამენტის სრული შემადგენლობის ორი მესამედის მხარდაჭერით.
  • ცესკოს თავმჯდომარე და შემადგენლობა დაინიშნოს ასევე ორი მესამედის მხარდაჭერით და მისი მოადგილე იყოს  ოპოზიციის წარმომადგენელი.

რამდენიმე საათის წინ, ტელეკომპანია ფორმულამ, ანალოგიური შინაარსის ინფორმაცია გაავრცელა. ფორმულას ექსკლუზიური ინფორმაციით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე შეხვედრაზე წარმოდგენილ დოკუმენტში რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი არაა, თუმცა ის მოიცავს შემდეგ საკითხებს – გიორგი რურუა ციხეს დატოვებს ნოემბრის ბოლოს; ნიკა მელიას გირაოს თანხას კი ევროკავშირი გადაიხდის.