2-3 კვირაში, სავარაუდოდ, ყველა შეზღუდვა მოიხსნება – თენგიზ ცერცვაძე

“2-3 კვირაში, სავარაუდოდ, ყველა შეზღუდვა მოიხსნება”- განაცხადა, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ, პირველ არხთან” საუბრისას

“მთავარია, რომ მოსახლეობამ არ შეუწყოს ხელი იმას, რომ ეს ძალიან დიდი მიღწევა, რომ 3%-ს ქვევით ჩამოვიდა დადებითობის მაჩვენებელი, არ დავკარგოთ, თორემ შეზღუდვების მოხსნა დაწყებულია და სადღაც ორ-სამ კვირაში დამთავრდება, სავარაუდოდ ყველა შეზღუდვა მოიხსნება. მთავარია, რომ უკან დაბრუნება არ მოგვიწიოს, ხელახლა შეზღუდვების დაწესება არ მოგვიხდეს, როგორც ეს ევროპის ბევრ ქვეყანას მოუწია”, – თქვა თენგიზ ცერცვაძემ.