20 ივნისი იქნება სიმბოლური დღე, როდესაც ყველა აჩვენებს, რომ ეს ქვეყანა ოკუპაციას არ შეეგუება-მიშა მშვილდაძე

„20 ივნისი იქნება სიმბოლური დღე, როდესაც ყველანი დაანახებენ ერთიანობას იმის წინააღმდეგ, რაც შარშან მოხდა, ასევე იმის წინააღმდეგ, რომ ეს ქვეყანა რუსულ ოკუპაციას არ შეეგუება“, – ამის შესახებ ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მიშა მშვილდაძემ ფორმულას ეთერში განაცხადა.

მიშა მშვილდაძე თვლის, რომ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა ქვეყანაში უკვე მრავალი წელია მიმდინარეობს და 20 ივნისის აქციებიც, სწორედ ამის ნაწილია.

„ეს არის პოლიტიკური პროცესი, რომელიც 1 წელია გრძელდება, კონკრეტულად ეს ფაზა. ამ ქვეყნის პატრიოტებს, უნდათ, რომ ეს ქვეყანა იყოს დამოუკიდებელი და კოლაბორაციონისტებს და ხელის მოთბობის მოყვარულებს უნდათ, რომ ეს ქვეყანა იყოს მიბმული ჩრდილოელ მეზობელზე და აქედან სარგებელი ჰქონდეთ. ეს ბრძოლა მიმდინარეობს მე რაც თავი მახსოვს მუდმივად, 9 აპრილიდან მოყოლებული და 20 ივნისიც ეს ამბავი იყო. დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა იყო ამ ქვეყნის და ეს გაგრძელდება. გარდა ამისა, უმნიშვნელოვანესი პლატფორმა შეიქმნა 20 ივნისის შედეგად, ასე ვთქვათ ოპოზიციური ერთობის და ვფიქრობ ამ 20 ივნისსაც ამ მიმართულებით იქნება გარკვეული რაღაც. მთავარია, რომ 20 ივნისი იქნება სიმბოლური დღე, როდესაც ყველანი დაანახებენ ერთიანობას იმის წინააღმდეგ, რაც შარშან 20 ივნისს მოხდა და იმის წინააღმდეგ, რომ ეს ქვეყანა არ შეეგუება რუსულ ოკუპაციას“, – განაცხადა მიშა მშვილდაძემ.