20 ივნისს რუსთაველზე შესაძლოა, დიდი სახალხო თავყრილობა ჩავატაროთ – ნათელაშვილი

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა 20 ივნისს, შესაძლოა მასშტაბური საპროტესტო აქცია ჩაატარონ.

მისი თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის და საკითხზე პარტიებს შორის კონსულტაციები გაგრძელდება.

„მე კოლეგებს გავუზიარე ჩემი პოზიცია და ვიმსჯელებთ იმაზე, რომ 20 ივნისს, დისტანციის დაცვით, ჩატარდეს დიდი სახალხო თავყრილობა რუსთაველის გამზირზე, რათა კიდევ ერთხელ გავახსენოთ მთელ მსოფლიოს, რაც მთავარია ამ ხელისუფლებას, რომ ჩვენ არ გვავიწყდება მათი სიავე, ბოროტება, მათი ნამოქმედარი 20 ივნისს და რომ ეს წინააღმდეგობა არის სახალხო და არა მარტო ოპოზიციური“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.