20-ის შეყვანა კი არა, 2-3 თვეში კობახიძემ უნდა იდარდოს გამოქცეულებზე – ჭიჭინაძე

პოლიტიკური მოძრაობა ტრიბუნას ლიდერი ოცნების თამვჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც თქვა, რომ 20–მდე ოპოზიციონერს პარლამენტში შესვლა უნდა.

დავით ჭიჭინაძის თქმით, მალე კობახიძეს პარლამენტიდან გაქცეულებზე მოუწევს დარდი, რადგან მას ქართული ოცნების დეპუტატები დატოვებენ.

“2-3 თვეში 20–ის შეყვანა კი არა, კობახიძემ უნდა იდარდოს გამოქცეულების რაოდენობა, პირდაპირ გეუბნებით. ამ პარლამენტში ყოფნა, უკვე უმსგავსო, გაყალბებულ პარლამენტში, აბსოლუტურად არალეგიტიმურში, ვისაც ოდნავ თავის გადარჩენის ინსტინქტი გააჩნია, არ გაჩერდებიან. არიან ასეთი ადამიანები, მიხვდებიან, სადაც მიაქანებს ეს სიჯიუტე ამ ქვეყანას. შეხედეთ, ვინ არ იყო ქართული ოცნების ყრილობაზე? პირველი მერცხლები იქ გამოჩნდნენ. გადაამოწმეთ”,– თქვა ჭიჭინაძემ ტვ პირველის ეთერში.