2008 წლამდე რუსული ჯარი ოკუპირებულ რეგიონებში სამშვიდობოების სტატუსით იდგა – მათიკაშვილი

2008 წლამდე რუსული ჯარი ოკუპირებულ რეგიონებში სამშვიდობოების სტატუსით იდგა “ქართული ოცნების” დეპუტატი, დავით მათიკაშვილი Facebook სტატუსით ხსნის, რატომ დაწერა ღარიბაშვილმა 14-წლიან ოკუპაციაზე .

“ირაკლი ღარიბაშვილს შეუტია ნაცების დაორგანიზებულმა პიარმა, რატომ თქვა, 14 წელია რუსეთი ოკუპაციას ახორციელებსო. კამპანიის ავტორებს, როგორც ჩანს, ბოლოდროინდელი თემების ელემენტარული ცოდნაც კი არ აქვთ, რადგან:

სტრასბურგის სასამართლოს ისტორიულ გადაწყვეტილებაში, რომელიც ორი წლის წინ მოვიგეთ, სხვა საკითხებთან ერთად ჩაიწერა, რომ რუსეთი 2008 წლიდან ახორციელებს ეფექტურ კონტროლს საქართველოს ორ რეგიონზე. ამით საერთაშორისო სამართლბრივ სივრცეში პირველად გაჩნდა იურიდიული დოკუმენტი იმის შესახებ, რომ რუსეთი უკვე 14 წელია ახორციელებს ჩვენი ორი რეგიონის ოკუპაციას.

გარდა იურიდიული მტკიცებულებისა, ფაქტობრივი მოცემულობა იყო ის, რომ:

მანამდე რუსული ჯარი ამ რეგიონებში სამწუხაროდ სამშვიდობოების სტატუსით იდგა და რაც მთავარია, გაეროს მანდატით!

ამიტომ, სანამ მორიგ მავნებლურ და ფეიკკამპანიას დააორგანიზებენ, ცუდი არ იქნება ცოტა მეტი წიკითხონ ან გაიგონ საკუთარი ქვეყნის უახლეს ისტორიაზე”. – თქვა ქართული ოცნების წევრმა.