გერმანიის ელჩის, ჰუბერტ კნირშის განცხადებით, 2008 წლის აგვისტოს ომი რუსეთის ინტერესებში იყო, თუმცა საქართველოს მთავრობის ქმედებებმა მათ საქართველოში შემოჭრის საბაბი მისცა. ეს განცხადება გერმანიის ელჩმა გადაცემა Пограничная ZONA–ში გააკეთა.
„ომი 2008 წელს იყო რუსეთის ინტერესში, თუმცა საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა, მათ შორის სამხედრო მოქმედებებმა, მისცა საბაბი, შეჭრილიყო საქართველოში”, – ამბობს კნირში.
მან 2019 წლის 20 ივნისის აქციაზეც ისაუბრა და თქვა, რომ პოლიციამ პარლამენტში ხალხის შესვლის მცდელობის შემდეგ პირდაპირპროპორციული ძალა გამოიყენა.