2022 წლის პირველი მარტიდან მოპედების რეგისტრაცია და მართვის მოწმობის აღება სავალდებულო ხდება

2022 წლის პირველი მარტიდან მოპედების რეგისტრაცია და მართვის მოწმობის აღება სავალდებულო იქნება. ცვლილებები იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დღეს, 6 სექტემბერს მეორე მოსმენით განიხილა.

პროექტის თანხმად, მოპედები უთანაბრდება მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებს და მათზე გავრცელდება იგივე მოთხოვნები, რაც დადგენილია ნებისმიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისთვის.

“მოპედების მძღოლებს მოუწევთ მოპედების რეგისტრაცია და ახალი ტიპის – AM  კატეგორიის მართის მოწმობის აღება. მოპედების რეგისტრაცია  2022 წლის 1 მარტამდე იქნება ნებაყოფლობითი, ხოლო 2022 წლის 1 მარტიდან სავალდებულო“,– განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ.