2024 წელს ამოქმედდება სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა 5%-იანი ბარიერით – ირაკლი კობახიძე

“2024 წელს ამოქმედდება სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა 5%-იანი ბარიერით”- ამის შესახებ,  მმართველი გუნდის, თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.კობახიძე ასევე აღნიშნავს, რომ   შევა თუ არა ცვლილებები ქვეყნის მთავარ დოკუმენტში, ეს დამოკიდებულია,  “სხვადასხვა სუბიექტის ქცევასა და ქმედებებზე”.

“ამ ეტაპზე არ გრძელდება კანონპროექტის განხილვა. ბევრი რამ დამოკიდებული იქნება სხვადასხვა სუბიექტის ქცევასა და ქმედებებზე. ჩვენ კარგად ვხვდებით, რომ ამ ცვლილებების მიღების არანაირი აუცილებლობა არ არსებობს.  ის ბარიერი, რომელიც 2024 წლიდან ამოქმედდება, არის სრულად თავსებადი დემოკრატიულ სტანდარტებთან. ეს არის 5%-იანი ბარიერი, 2024 წლიდან ამოქმედდება ყველა შემთხვევაში სრულად პროპორციული სისტემა თავისი 5%-იანი ბარიერით. რაც შეეხება 2 %-იან ბარიერს, უკეთესია თუ არა ეს 5 %-იანზე, ამაზე არავითარი სიღრმისეული მსჯელობა არ ყოფილა, შეიძლება უარესიც არის. ყველა შემთხვევაში ჩვენ ვხვდებით, რომ ეს არის პატარა საჩუქარი, რომელიც შეიძლება გაუკეთდეს ოპოზიციას. ეს საჩუქარი მათ გაუკეთდებათ თუ არა, ეს ჩვენს კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული”. – თქვა ირაკლი კობახიძემ.