21 მარტს რესპუბლიკის მოედანზე, ფეხბურთს დიდ ეკრანზე ვაჩვენებთ – კალაძე

21 მარტს, ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოსა და ლუქსემბურგის საფეხბურთო მატჩს რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზე აჩვენებენ.  შესაბამისი ინფორმაცია თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

“ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 21 მარტის მატჩისთვის რესპუბლიკის მოედანზე ძალიან დიდი ეკრანი დავდგათ, სადაც გულშემატკივრებს თამაშის პირდაპირ ეთერში ნახვის საშუალება ექნებათ. გარდა ამისა, ბავშვებისთვის სხვადასხვა სივრცე მოეწყობა, კვების ობიექტები განთავსდება”. – თქვა კალაძემ Facebook-ზე პირდაპირი ჩართვის დროს.