22 აპრილიდან ასტრაზენეკას 86 ათასი დოზის შემოსვლას ველოდებით – ამირან გამყრელიძე

“22 აპრილიდან ასტრაზენეკას 86 ათასი დოზის შემოსვლას ველოდებით”- ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ”ფორმულას” ეთერში, გადაცემა “პოლიტმეტრში” ისაუბრა.

“22 აპრილიდან, ასევე არსებობს დასტური და დოკუმენტაციაც, ველოდებით ასტრაზენეკას მეორე პარტიას, 86 ათასი დოზის შემოსვლა, რომლითაც აიცრებიან განმეორებით ის ადამიანები, რომლებიც პირველ ჯერზე აიცრებიან არსებული 40 ათასით. შემდეგ, დარჩენილი დოზებით პირველად აიცრებიან, ანუ აპრილის ბოლოს მაისის დასაწყისში ერთჯერადად აცრილი იქნება ქვეყანაში, სულ მცირე, სადღაც 100 ათასი ადამიანი”, – ამბობს გამყრელიძე.