22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვა დღეიდან კვლავ ამოქმედდება

დღეიდან კომენდანტის საათი კვლავ ძალაში შევა. 22:00 საათიდან 05:00 საათამდე დიდ ქალაქებში გადაადგილება შეიზღუდება.

გადაადგილების შეზღუდვა 20 ნოემბრიდან 21 ნოემბრის ჩათვლით გამონაკლისის სახით გაუქმდება, რადგან არჩევნების მეორე ტური გაიმართა.

9 ნოემბრიდან 7 დიდ ქალაქში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან 5:00 საათამდე გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდა.