23 ივნისს ზაზა გახელაძის მხარდასაჭერად აქცია გაიმართება

23 ივნისს ზაზა გახელაძის მხარდასაჭერად პოლიტიკური მოძრაობა „დროა“  აქციას გამართავს.  23 ივნისი, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დატყვევებული, ზაზა გახელაძის დაბადების დღეა. ის 2020 წლის 11 ივლისს დააკავეს და უკანონოდ მიუსაჯეს 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა.

”გავერთიანდეთ ზაზა გახელაძის და მისი ოჯახის მხარდასაჭერად!

23 ივნისი, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დატყვევებული, ზაზა გახელაძის დაბადების დღეა. ის 2020 წლის 11 ივლისს დააკავეს და უკანონოდ მიუსაჯეს 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა.

მას შემდეგ, ერთი წელია ოჯახი უშედეგოდ ელოდება ზაზას გათავისუფლებას, ამიტომ გადაწყვიტეს, სწორედ მის დაბადების დღეზე დაიწყონ საპროტესტო აქციები.

23 ივნისს გახელაძეების ოჯახთან ერთად, სოფელ ქვემო ჭალის და მის გარშემო რამდენიმე სოფლის მაცხოვრებლები გამართავენ აქციას.
მათ საქართველოს თითოეული მოქალაქის მხარდაჭერის იმედი აქვთ!

ყველა უნდა დავდგეთ ზაზა გახელაძის და მისი ოჯახის გვერდით!

აქციის დრო: 23 ივნისი, 12:30 საათი

მისამართი: კასპის მუნიციპალიტეტი, სოფელი ქვემო ჭალა, სკოლასთან.

თბილისიდან წასვლის მსურველები 11:00-ზე შევიკრიბებით პირველი რესპუბლიკის მოედანზე.
თუ გჭირდებათ ტრანსპორტირების უზრუნველყოფა, გთხოვთ, მოგვწეროთ “დროას” ფეისბუქ გვერდზე”-ვკითხულობთ განცხადებაში.