24 თებერვლიდან დღემდე, აშშ-მ უკრაინას 23.8 ათასი ტონა იარაღი მიაწოდა

აშშ-ს შეიარაღებული ძალების სატრანსპორტო სარდლობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან დღემდე, აშშ-მ  უკრაინას მიაწოდა 23 768 ტონაზე მეტი იარაღი და სამხედრო ტექნიკა:

  • 23 942 ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტა;
  • 1033 საზენიტო სარაკეტო სისტემა და მათთვის 1468 რაკეტა;
  • 90 ჰაუბიცა;
  • 174 173 საარტილერიო ჭურვი;
  • 9 ვერტმფრენი;
  • 33 რადარი;
  • 7888 ტყვიამფრქვევი და პისტოლეტი;
  • დაახლოებით 59.66 მილიონი მცირე ზომის იარაღი;
  • თითქმის 68.5 ათასი ჯავშანჟილეტი;
  • 49.95 ათასზე მეტი ჩაფხუტი.