24 საათში, უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 3 რეგიონში მოიგერიეს – გენშტაბი

24 საათში, უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 3 რეგიონში მოიგერიეს  – აცხადებს, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.

“ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა რუსი ოკუპანტების თავდასხმები მოიგერიეს ხარკივის ოლქის ტერნოვას დასახლებებში, ბილოჰორივკასა და ზოლოტარივკაში ლუჰანსკის ოლქში, ლიმანში, ივანჰრადში, სოლედარში, ნოვოკალინოვეში, ოზარიანივკაში, ოდრადივკასა და პერვომაისკეში დონეცკის ოლქში.

მტერმა 20-ზე მეტ დასახლებულ პუნქტს დაარტყა. კერძოდ, კუპიანსკის ხარკივის ოლქში, ბახმუტს, ოდრადივკას, მარინკას, ზელენოპილიას დონეცკის ოლქში, ასევე ზაპოროჟიეს და ნოვოვოსკრესენკეს ხერსონის ოლქში,” – განაცხადა გენერალურმა შტაბმა.