მამა, რომელმაც 5 თვის ჩვილი კედელს მიანარცხა დაკავებულია

25 წლის დავით სარალიძეს, რომელმაც  ფეხმძიმე ცოლს სცემა, ჩხუბის დროს კი 5 თვის ჩვილი კედელს მიანარცხა, სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.  დაზიანებები მიიღო, ბავშვი ხელში ბებიას ეჭირა, გაწევ-გამოწევის დროს პატარა კედელს მიანარცხეს.
შემთხვევა დადიანის 104 ნომერში მოხდა. ნასვამმა მამაკაცმა 6 კვირის ორსული ცოლი სცემა, 5 თვის ბავშვი კი, რომელიც ხელში ბებიას ეჭირა გაწევ–გამოწევის დროს კედელს მიანარცხა. ბავშვი იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში 19 აპრილს გამთენიისას სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მიიყვანა. ჩვილი ინტენსიური მედიცინის განყოფილებაში გადაიყვანეს. ტომოგრაფიულმა კვლევამ აჩვენა, რომ ბიჭს დაზიანებები თავის არეში ჰქონდა მიყენებული, მოტეხილი აქვს მარჯვენა თხემის ძვალი. სავარაუდოდ, მამამ ბავშვი კედელზე იმ სიძლიერით მიანარცხა, რომ ქალატვინის დაზიანება მიიღო.

ინციდენტის ადგილას დავით სარალიძის დედა და სიდედრიც იმყოფებოდნენ. ისინი საკუთარი თვალით უყურებდნენ, როგორ სცემდა 25 წლის მამაკაცი 6 კვირის ორსულ ცოლს და როგორ გაიმეტა ერთადერთი შვილი.

გამოძიებამ დაადგინა, რომ 2018 წლიდან ახალგაზრდა ქალი ძალადობის მსხვერპლი ხშირად იყო, რაზეც დაკავებული ქმრის მშობლები დუმდნენ.

დაკავებული ახალგაზრდა დანაშაულს აღიარებს. პროკურორი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, გამოძიების პროცესში იმ პირთა ბრალეულობაც გამოიკვეთოს, რომლებმაც ოჯახური ძალადობის არაერთი ფაქტი დამალეს.

5 თვის ჩვილს მეთვალყურეობას, ექიმებთან ერთად, საკუთარი დედაც უწევს. ახალგაზრდა გოგო, რომელიც თავადაც ძალადობის მსხვერპლი გახდა, ბავშვის რთული მდგომარეობის გამო კლინიკაში რეაბილიტაციისთვის არ დარჩა. მას სახეზე და მთელს სხეულზე ათობით სისხლნაჟღენთი აქვს.