26 თებერვალს ოპოზიცია მასშტაბურ საპროტესტო აქცია–მსვლელობას აანონსებს. “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციაზე განაცხადა, რომ მსვლელობა 15:00 საათზე დაიწყება.
„ახლა ჩვენ, თითოეული პატრიოტი და თვითონ ნიკა, მოგიწოდებთ, 26 თებერვალს, 15:00 საათზე ფილარმონიიდან დავიწყოთ დიდი მსვლელობა, რომელიც მიეძღვნება ოკუპაციას როდიონოვების, გავრილოვების წინააღმდეგ, ეს იქნება მსვლელობა თავისუფლებისთვის“,- თქვა ხატია დეკანოიძემ.
ამ წუთებში კანცერალიასთან მოქალაქეები და ოპოზიციური პარტიების წევრები ნიკა მელიას დაკავებას აპროტესტებენ.