მქონდა ილუზია და სურვილი, რომ აღმოჩნდებოდა საქართველოში ისეთი მოსამართლე, რომელიც ამ პროცესს სწორად წაიყვანდა. მაგრამ, მგონი, ეს ჩემი ოცნება იყო – არარეალურზე ვოცნებობდი. შეიძლება, ხმამაღალი სიტყვები იყოს, მაგრამ, მოდი, ასე ვიტყვი, მთავრობამ რომ არ მოგვინათლოს, თითქოს ჩვენ 26 მაისს ხელს ვუშლით – არა, ეს ყველაფერი ჩაივლის ისე, როგორც გვეკადრება. ჩემი შვილი რუსულ კანონს შეეწირა, იმის შემდეგ ბევრი რუსული შემოგვთავაზეს. 26-ის შემდეგ ან ეს რუსეთუმე ხელისუფლება, რუსული ნარატივის გამტარებელი ხელისუფლება, ან ჩვენ, ის 90%, რომელიც ვირჩევთ ევროპას. დაანონსდება აქციები და ბოლომდე მივყვებით – ან ეს მთავრობა, ან ჩვენ, ხალხი, ვისაც გვინდა ევროპა.  […] ბავშვი გირაოთი მაინც გამოეშვათ. 2 თვე გადის 29-ში. შემდეგ კიდევ გადადებენ, მერე კიდევ. გამოუშვი გირაოთი და რამდენიც გინდა, წელე… ბავშვი ახლა ვნახე, კიდევ გამხდარია.

ამბობს რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი. დღეს, 18 მაისს სასამართლო პროცესი გადაიდო – მომდევნო სხდომა 13 ივნისს, 13:00 საათზე ჩატარდება.