26 მაისიდან დაცული ტერიტორიები გაიხსნება

26 მაისიდან, საქართველოს დაცული ტერიტორიები ვიზიტორთა მიღებას განაახლებს. 93-ვე დაცული ტერიტორიას შორის,  იხსნება მარტვილის კანიონი, ოკაცეს კანიონი, ოკაცეს ჩანჩქერი (სოფ. კინჩხა), სათაფლია, პრომეთეს მღვიმე და ნავენახევის მღვიმე.

სამუშაო დროები:

  • პრომეთეს მღვიმე : ყოველდღე  10:00 – 18:00
  • სათაფლიას მღვიმე: ყოველდღე  10:00 – 18:00
  • ნავენახევის მღვიმე: ყოველდღე 10:00 – 18:00
  • ოკაცეს კანიონი: სამშაბათი – კვირა 10:00 – 18:00
  • ოკაცეს ჩანჩქერი (სოფ.კინჩხა): სამშაბათი – კვირა 10:00 – 18:00
  • მარტვილის კანიონი: სამშაბათი – კვირა 10:00 – 18:00

ვიზიტორები დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობას შეძლებენ ყველა იმ რეკომენდაციისა და წესის დაცვით, რომელიც საქართველოს მთავრობისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის შემუშავებული:

      • დახურულ და ღია საჯარო სივრცეში ყოფნისას/გადაადგილებისას ვიზიტორებს უნდა ეკეთოთ პირბადე, რომელიც კარგად ფარავს ცხვირს და პირს
      • ვიზიტორთა ცენტრში, ერთდროულად, შესაძლებელია 5 ვიზიტორის ყოფნა
      • ვიზიტორებმა უნდა დაიცვან ფიზიკური დისტანცია მინიმუმ 2 მეტრი
      • რეკომენდებულია თანხის გადახდა უკონტაქტო გზით ან  დისტანციურად https://guru.ge/