26 მარტი: გამოვლინდა COVID-19-ის 419 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 6 ადამიანი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 419 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 307 ადამიანი, 6 პაციენტი კი გარდაიცვალა.

26 მარტის მონაცემებით ქვეყანაში:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა – 279 446 
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 271 585 
  • მათ შორის გარდაცვლილი – 3738 
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 29341, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 18964, PCR ტესტით – 10377
  • დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 1,43%, ბოლო 14 დღის – 1,6%, ბოლო 7 დღის – 1,89%
  • კარანტინის რეჟიმში – 271
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 1563
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 192