27 წლის ექთნის გარდაცვალებაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

ახალციხელი ექთნის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთიხლებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. ამის შესახებ ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

ცნობისთვის, ახალციხეში, გუშინ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ის კატასტროფის ბრიგადამ თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანა.

ექთანი დღეს, დაახლოებით 12 საათზე გარდაიცვალა.