“საჯარო მოხელეებს: დღეს, ქვეყნისთვის გადამწყვეტ მომენტში, როდესაც ხელისუფლება არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, მიზანმიმართულად აზიანებს ევროინტეგრაციას, ჩვენ ჩვენი სიტყვა უნდა ვთქვათ. ახლა შიში, მორჩილება, დუმილი, რუსულ ხელისუფლებასთან თანამონაწილეობაა ევროპული მომავლის წინააღმდეგ ბრძოლაში.
გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვემსახურებით ჩვენს ქვეყანას და არა პარტიას. ამიტომ, 29 აპრილს, არ მიიღოთ მონაწილეობა პარტიულ შეკრებაში. დადექით ერთადერთ სწორ მხარეს, რაზეც სიამაყით მოუყვებით თქვენს შვილებს, შვილიშვილებს. ერთად ყველაფერს შევძლებთ, ერთად აუცილებლად გავხდებით ევროპის ოჯახის წევრი”,
ქალი ევროკავშირის დროშით, ნანა მალაშხია საჯარო მოხელეებს მიმართავს.