3-დღიანი ძებნის შემდეგ აბაშაში 12 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს

მაშველებმა აბაშაში გაუჩინარებული 12 წლის მოზარდის ცხედარი მდინარეში იპოვეს. მოზარდი მდინარე რიონში ბანაობის დროს 3 დღის წინ გაუჩინრდა.

“სოფელ კეთილარის მიმართულებით, შეტყობინების მიღებისთანავე გავიდნენ პირველი მორეაგირე სამაშველო ჯგუფები სპეციალური მცურავი საშუალებებით და დაიწყო საძიებო-სამაშველო ღონისძიებები, როგორც წყალში, ასევე, მდინარის სანაპიროებზე.

სამუშაოების სწრაფად და ეფექტურად წარმართვის მიზნით, სხვადასხვა რეგიონიდან ადგილზე მოხდა დამატებითი სპეციალური ტექნიკის და ცოცხალი ძალის მობილიზება. სამდღიანი უწყვეტი, 24 საათიანი საძიებო-სამაშველო ოპერაციის ფარგლებში, სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, მდინარეში ახალგაზრდა ადამიანის ცხედრი იქნა ნაპოვნი.
ადგილზე მუშაობს სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის 105 თანამშრომელი, აჭარის, სამეგრელოს, ქვემო ქართლის რეგიონებიდან.

ასევე, მობილიზებული იყო განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს სამაშველო ჯგუფი. მწყალქვეშა სამუშაოებს აწარმოებდა 6 მყვინთავი. მობილიზებული იყო 7 მცურავი საშუალება და დრონი. წყლის ფსკერის დათვალიერება მიმდინარეობდა სპეციალური სკანერის, ექოლოტის საშუალებით. მდინარის ნაპირზე მოწყობილი იყო სპეციალური საველე შტაბი”,– აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.