3 პუნქტში რუსების შეტევა მოვიგერიეთ, ჩამოვაგდეთ 27 დრონი და ვერტმფრენი Ka-52 – უკრაინა

2 იანვარს უკრაინელებმა  13 დასახლებულ პუნქტში რუსი ოკუპანტების თავდასხმები მოიგერიეს და 27 ირანული დრონი ჩამოაგდეს. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

გენშტაბის მონაცემებით, ბოლო 24 საათში რუსებმა 6 სარაკეტო და 52 საჰაერო დარტყმა განახორციელეს – 77 შეტევა განხორციელდა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან. ოკუპანტების მთავარი სამიზნე სამოქალაქო ინფრასტრუქტურა იყო.

გენშტაბის თქმით, რუსები ცდილობენ დონეცკსა და ლუჰანსკზე სრული კონტროლი მოიპოვონ, ხოლო განსაკუთრებულ ძალისხმევას ბახმუტს ახმარენ.