3 ქვეყნის ლიდერია დამალული: პუტინი, კიმ ჩენ ინი და ბიძინა – გუბაზ სანიკიძე

გუბაზ სანიკიძის განცხადებით, მსოფლიოში კორონავირუსის გამო 3 ქვეყნის ლიდერია ,,დამალული”: ვლადიმერ პუტინი, კიმ ჩენ ინი და ბიძინა ივანიშვილი.

,,ყველა ლიდერი არის საველე მდგომარეობაში, გასული, დღეში ერთხელ, ორჯერ ჩანან. ზოგმა გადაიტანა კორონა. გადაიტანეს ფეხზე. სამი ქვეყნის ლიდერი არ ჩანს, ეს არის პუტინი, ბიძინა და პუტინი. კიმ ჩენ ინს აქვს საპატიო მიზეზი, ჯანმრთელობის ცნობა აქვს, კვდება.

ცოდვა ვართ, ეს კაცი მართავს ქვეყანას, ჟამიანობის და ჭირიანობის დროს, ცალკე იყოს, რაც უნდა ის უქნია, პეპლებზე დასაჭერად ურბენია ფეხშველა, რა პრობლემაა, მაგრამ როცა ამ კაცის ჭკუაზეა ყველაფერი და ასე რეაგირებს, როგორ რეაგირებს ხო უყურებთ?! მისი მეხოტბეები წერენ, რომ მის გენიალურობას ვერ შევწვდით, ჰომეროსს როგორც ვერ შეწვდნენ ბერძნები თავის დროზე”,- აცხადებს ,,ტელეკომპანია კავკასიის” ეთერში გუბაზ სანიკიძე.

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი პანდემიის დროს პირველად თავისი შვილის, ბერა ივანიშვილის TikTok ვიდეოში გამოჩნდა.