4 თებერვლიდან საქართველოში ნალექი და ძლიერი ქარია მოსალოდნელი

4 თებერვალს დღის მეორე ნახევრიდან 6 თებერვლამდე საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, ნალექი, ძლიერი ქარი. ინფორმაციას ამის შესახებ, გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სინოპტიკოსების ცნობით, მთაში მოსალოდნელია ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი, ზვავსაშიშროება, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე ლიპყინული, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი.