4 მძიმე პაციენტი გვყავს, მათგან ერთი განსაკუთრებით მძიმე- ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია ამბობს, რომ ინფექციურში კორონავირუსით ინფიცირებული 4 მძიმე პაციენტია, მათ შორის 1 განსაკუთრებით მძიმედაა.

,,ჩვენ გვყავს 4 მძიმე პაციენტი, ამ 4-დან 1 არის განსაკუთრებით მძიმე პაციენტი, მისი მდგომარეობის სტაბილიზირება ჯერჯერობით ვერ ხდება, დაავადება უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც პროგრესირებს. დანარჩენ 3-თან გარკვეულწილად მიღებულია სტაბილიზირება, მაგრამ ეს არ გვაძლევს სიმშვიდის საშუალებას, მაინც ჯერჯერობით ვლაპარაკობთ, რომ ამ პაციენტების მდგომარეობა მძიმეა და დინამიურ მეთვალყურეობას და ანალიზს მოითხოვს”,- თქვა მარინა ეზუგბაიამ.

ის ასევე აღნიშნავს, რომ მე-12 გამოჯანმრთელებული პაციენტი სავარაუდოდ დღეს დატოვებს კლინიკას. საქართველოში სულ 13 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1 საჩხერის კლინიკაში.

ამ დროისთვის ქვეყანაში ინფიცირების დადასტურებული შემთხვევა 81-ია.