თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის თქმით, დღეს 3 ოქტომბერს საქართველოში დადასტურებული 471 ახალი შემთხვევიდან 360 აჭარიდანაა, ხოლო 57 თბილისიდან.
“აჭარიდან გახლავთ 360 პაციენტი, თბილისიდან – 57 პაციენტი, იმერეთიდან – 11, სამეგრელო-ზემო სვანეთიდან – 22, ქვემო ქართლსა და კახეთიდან 6-6 პაციენტი, გურიიდან – 5, მცხეთა-მთიანეთიდან – 3, სამცხე-ჯავახეთიდან კი 1 პაციენტი”.- ამბობს ენდელაძე.
მისივე თქმით, 35 პაციენტი კრიტიკულად მძიმეა, მათ შორის 33 მართვით სუნთქვაზეა და 8 აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდანაა გადმოყვანილი.