5 ივლისის საქმეზე თაბაგარი სამართალდამრღვევად სცნეს

თბილისი პრაიდის ორგანიზატორი, გიორგი თაბაგარი 5 ივლისის საქმეზე სამართალდამრღვევად სცნეს. ბრალდების მხარე მისთვის 15-დღიან პატიმრობას მოითხოვდა. ბრალდება ამბობს, რომ 5 ივლისს, როცა ძალადობრივი ჯგუფები თავს დაესხნენ ჟურნალისტებს და თბილისი პრაიდის ოფისი დაარბიეს, თაბაგარმა პოლიციელს ტელეფონით აგინა.

“იმდენად არაადეკვატური იყო ეს ზარი მთელი თავისი არსით, რომ ამ ტიპს ვაგინე. პოლიცია, რომელიც არსად არ იყო იმ დღეს, სადაც სიცოცხლის მოსპობის რეალური რისკები იდგა, 5 ივლისს 3 საათზე მირეკავდა, ოფისის კარი გამიღე რომ დავათვალიეროთო”. – ამბობს თაბაგარი.