5 შემთხვევა დაფიქსირდა, ცოტა შეგვაშფოთა სიტუაციამ, ვერ გავდივართ პირველწყაროზე – გამყრელიძე

დაავდებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის კიდევ 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მისი თქმით, სიტუაციამ შეაშფოთა, რადგან ინფიცირების პირველწყაროზე ვერცერთ შემთხვევაში ვერ გადიან.

“დილისთვის გვქონდა 4 ახალი შემთხვევა, დღის განმავლობაში გვაქვს შემთხვევბის გარკვეული რაოდენობის მატება, არც თუ ბევრი. გეტყვით პირდაპირ, ხუთი შემთხვევა. აქედან გამომდინარე, როდესაც მიდის ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა, ცოტა შეგვაშფოთა სიტუაციამ, რომ ამ ხუთი შემთხვევიდან ჯერჯერობით ვერ გავდივართ პირველ წყაროზე.

ამიტომ მე გავაკეთე პრევენციული განცხადება დღეს. ვაკვირდებით სიტუაციას, რაც არის, სოციალურ ქსელებში ვრცელდება, როგორ თავისუფლად ერთობიან ადამიანები თავშეყრის ადგილებში, არ იცავენ რეკომენდაციებს” , – განაცხადა ამირან გამყრელიძემ პალიტრანიუსის ეთერში.

მან ასევე აღნიშნა, რომ 5-ივე ინფიცირებული სხვადასხვა დაწესებულების წარმომადგენელია.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ინფიცირებული სადაზღვეო კომპანია „უნისონის“ თანამშრომელია.