549 ახალი შემთხვევიდან 348 აჭარაში დადასტურდა, 99 – თბილისში – ენდელაძე

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევიდან 348 აჭარაში, 99 შემთხვევა კი თბილისში დაფიქსირდა.

მისი თქმით, ქვეყანაში კორონავირუსითი ინფიცირებული 55 კრიტიკულად მძიმე პაციენტია.

„აჭარა კვლავ ლიდერია, თუმცა ცოტა შემცირდა, 348 ახალი შემთხვევა გვაქვს, თბილისში – 99 ახალი შემთხვევაა, იმერეთში- 59, სამეგრელო-ზემო სვანეთში-19, მცხეთა-მთიანეთი-10, რაჭა ლეჩხუმ- ქვემო სვანეთში-1, გურიასა და კახეთში – 3-3 შემთხვევაა, შიდა-ქართლში -4, ქვემო-ქართლში-1, სამცხე-ჯავახეთში-1“,-განაცხადა ენდელაძემ.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19-ის 9 245 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 4 887 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 58 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5392 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.