“ბატონებო, ჩემო მეგობრებო, ჩემი ბრიფინგი, ვფიქრობ, ყველას გახსოვთ, ახალი (რამდენიმე დღის) დაჭერილი იყო მესამე პრეზიდენტი სააკაშვილი, მის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება და ეს შეიძლება გარედან დასხივება იყოს ან რადიო ტალღებით ნერვიული აშლილობა-მეთქი, რამაც მისი სიკვდილი და დემორალიზება შეიძლება გამოიწვიოს და 10 ოქტომბერს სასწარაფოდ გავაკეთოთ აქცია, 30 რიცხვი გვიან არის-მეთქი (არაო არაო და არაო).
მაშინ საბოლოოდ 14 ოქტომბერი გადაწყვიტეს, ვჩქარობდი… ახლა იმ ბრიფინგის ლინკს დავდებ (ხომ გაგიგონიათ, შინაურ მღვდელს შენდობა არ ააქვსო).
დიახ ის ინფორმაცია უტყუარი იყო!!! და ეს 6 ოქტომბერს ბრიფინგზე ვთქვი და ვუთხარი საზოგადოებას!!!!!!
არასოდეს ვკადრებ საკუთარ თავს რაიმე ვთქვა ისე ჰაერზე, არასოდეს!”
წერს პარტია კანონი და სამართლის ლიდერი, თაკო ჩარკვიანი გიორგი ჩალაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე. ენმ-ს წევრი ამტკიცებს, რომ გორის ჰოსპიტალში, მიხეილ სააკაშვილის პალატის ქვემოთ აყენია მანქანა, რომელიც “ასხივებს ელექტრომაგნიტურ ტალღებს”. მისი თქმით, ამ მანქანით ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მოსპობასა და მის მოკვლას ცდილობს. ცნობისთვის, 6 ოქტომბერს ჩარკვიანმა თქვა, რომ რუსეთის უშიშროება ზეწოლას ახდენს საქართველოს უშიშროებაზე, რათა სააკაშვილი გაანადგურონ.