რუსეთი ზეწოლას ახდენს უშიშროებაზე, რათა სააკაშვილი გაანადგურონ – ჩარკვიანი

პარტია “კანონი და სამართლის” ლიდერის, თაკო ჩარკვიანის განცხადებით, აქვს დაზუსტებული ინფორმაცია, რომ ციხეში სააკაშვილის “განადგურებას” აპირებენ.

ის დიპლომატიურ კორპუსს მიხეილ სააკაშვილის დახმარებისკენ მოუწოდებს.

“უმძიმესი ინფორმაცია გვაქვს. მივმართავ ყველა აკრედიტირებულ ელჩს საქართველოში, სენატორებს, რიშს, ევროპარლამენტარ ბატონ კუბილიუსს, ნატოს მისიის ხელმძღვანელობას ამიერკავკასიაში, უფლებადამცველებს უმძიმესი, გადამოწმებული ინფორმაციით – რუსეთის უშიშროება ზეწოლას ახდენს საქართველოს უშიშროებაზე, რათა განადგურებულ იქნას ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

ჩვენი ინფორმაციით, აპირებენ ამ რამდენიმე დღეში ჯერ მის ფობიურ მდგომარეობაში მოყვანას. ეს ინფორმაცია არის გადაზუსტებული. გვინდა, დიპლომატიურმა კორპუსმა მოინახულოს ბატონი სააკაშვილი და ზეწოლა განახორციელონ უზნეო, რუსეთზე მომუშავე ხელისუფლებაზე”,– ამბობს თაკო ჩარკვიანი საგანგებო ბრიფინგზე.