დავიწყეთ გამოძიება ძალადობისა და ჟურნალისტური საქმიანობის ხელისშეშლის ფაქტზე – შსს მარნეულზე

მარნეულში ჟურნალისტებზე თავდასხმასთან დაკავშირებით შსს-ს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ლაშა გოგნიაშვილმა განაცხადა, რომ მომხდარ დანაშაულის ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

მისი თქმით, ტელეკომპანია მთავარის და პირველი არხის თანამშრომლებზე თავდასხმაზე დაიწყო გამოძიება და ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

“მყისიერად დავიწყეთ გამოძიება გივი ქველაძის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, ასევე, დავიწყეთ გამოძიება ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელისშეშლის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით. მიმდინარეობს აქტიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულის ჩამდენი პირების დადგენის, ასევე დაკავების მიზნით”.- აცხადებს გოგნიაშვილი.

ცნობისთვის, დღეს საღამოს მარნეულში მთავარი არხის და საზმაუს თანამშრომლები სცემეს და აპარატურა დაუმტვრიეს. მთავარია ჟურნალისტი საავადმყოფოშია გადაყვანილი.