თიბისის Live-სესიები – აქ.ახლა – გრძელდება.
8 ოქტომბერს, 20:00 საათზე, ყველა მსურველს საშუალება აქვს ვირტუალურად დაესწროს მსახიობ მერაბ ნინიძის სესიას თიბისის Facebook გვერდის დახმარებით.
ლაივ-ჩართვა დიალოგის რეჟიმში ჩატარდება. მისი მოდერატორი მწერალი – ნესტან-ნენე კვინიკაძე იქნება.
სესიის – „აქ.ახლა, პროფესია – ხელოვანი“ ფარგლებში, მსახიობი თავისი პროფესიის თავისებურებებზე და მისთვის აუცილებელ თვისებებზე, განვლილ შემოქმედებით გზაზე და თანამედროვე სამყაროში მსახიობის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრებს.
მერაბ ნინიძე მაყურებელს გაუზიარებს დეტალებს რეჟისორ ალექსეი გერმანის ფილმის – „30 დღე, 30 ღამე“ შესახებ, რომლის გადაღებაც ახლა მიმდინარეობს.
მსახიობი პოეზიისა და ლიტერატურის მნიშვნელობაზე და ამ დარგების მიმართ საკუთარ დამოკიდებულებაზე, ასევე პროექტზე – „ჰაშიშით მთვრალი დეკადენტები” ისაუბრებს.













![არ არის შორს ის დღე, როცა მისი უწმინდესობის, კანონიზაციის [წმინდანად შერაცხვის] საკითხს დავაყენებთ – მეუფე ნიკოლოზი](https://newsreport.ge/wp-content/uploads/2020/07/MEUFENIKOLOZIIIKL-1-100x70.png)

