“ინგამ [გრიგოლიამ] ამასწინათ ისაუბრა 7 ნოემბერზე და თქვა, რომ როდესაც პოლიცია შევიდა, მან დიდი სტრესი განიცადა და მოხვდა კლინიკაში. ამის მერე, რამდენიმე დღის შემდეგ მე მივეცი ვრცელი ინტერვიუ ინგას და მინდა გითხრათ, რომ ჯერ ერთი, ძალიან განვიცდი, რომ მას ეს სტრესი მიადგა, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ადამიანს, მაგრამ მეც მქონდა მძიმე ტრავმა. მე მქონდა ძალიან მწვავე ანთება ერთ-ერთი ორგანოსი, მქონდა მაღალი სიცხე ამ ინტერვიუს როდესაც ვიძლეოდი, ეს ყველაფერი იყო შედეგი იმ ტრავმისა და განცდებისა, რაც ვიხილე და რაზეც პოლიტიკური პასუხისმგებლობა ყველაფრის შედეგად ავიღე. მე მინდა ეს იცოდეს ინგამ, არასდროს არ მითქვამს ეს იყო იმ ინტერვიუს შემდეგ, გვერდით ოთახში მელოდა გერმანელი ექიმი და ალბათ მისი ხარჯებიც შეტანილია და ალბათ ბოტოქსი ჰქვია იმასაც, მაგრამ გერმანელი ექიმი მელოდა, რომელიც შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდა ჩემს განკურნებას”

განაცხადა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშილმა 7 ნოემბრის შესახებ.