7 თვის ორსული ანიტა რაჭველიშვილი ფაიზერის ვაქცინით აიცრება

ცნობილმა ქართველმა მეცო–სოპრანომ, ანიტა რაჭველიშვილმა გადაწყვიტა ფაიზერის ვაქცინით აიცრას. ის ფეხმძიმედ არის და თვლის, რომ ამით საკუთარ და შვილის სიცოცხლეს დაიცავს:

“28 კვირის (7 თვის) ორსული ვარ და არ მინდა საფრთხეში ჩავაგდო ჩემი და ჩვენი პატარას სიცოცხლე. ძალიან ბევრი ორსული ქალი შეეწირა ამ ვერაგ ვირუსს! მე ვირჩევ აცრას ( ჩემი ექიმის რეკომენდაციითაც) და მიხარია რომ ხვალ ფაიზერის პირველ დოზას გავიკეთებ ჩემს საქართველოში!“– დაწერა ანიტა რაჭველიშვილმა ფეისბუქზე.