„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 70 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დალი მეტრეველმა გამოაცხადა. აღნიშნულით მან პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
სასამართლოს გადაწყვეტილებითვე, ნიკა მელიას დამატებითი ვალდებულება დაეკისრა – მას ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე,შეეზღუდა საქართველოს საზღვრის კვეთაც.დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების გამკაცრებას ითხოვდა.








![ემანდ სხვანაირი [შედეგი] არ დადგეს – ზარქუა გახარიას პარტიის საჩივარზე](https://newsreport.ge/wp-content/uploads/2026/06/2-218x150.jpg)






