„სირცხვილის დერეფანი“ საარჩევნო უბნებთან სახელმწიფოებრივი უკულტურობის ახალი ნიშნული იქნება, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ამ ერთ დღემდე 4 წელი გვქონდა პოლიტიკოსებს იმისათვის, რომ მოქალაქე დაგვერწმუნებინა, გაგვემაგრებინა, დაგვეცვა და თუ ეს ვერ შევძელით და თუ ჩვენს შორის ვინმეს უნდა რცხვენოდეს, უნდა გვრცხვენოდეს ჩვენ – პოლიტიკური პროცესის 1460 დღისთვის და არა მას – არჩევნების ერთი დღისთვის“, – აცხადებს უსუფაშვილი.
შეგახსენებთ რომ გუშინ ბათუმში, გამართულ აქციაზე “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ვარშალომიძემ აქციის მონაწილეებს მოუწოდა 21 ნოემბერს, არჩევნების მეორე ტურის დღეს უბნებთან “სირცხვილის კორიდორი” მოაწყონ.







![ემანდ სხვანაირი [შედეგი] არ დადგეს – ზარქუა გახარიას პარტიის საჩივარზე](https://newsreport.ge/wp-content/uploads/2026/06/2-218x150.jpg)







