პარლამენტში “პატრიოტთა ალიანსის” სიით შესულმა დეპუტატებმა, ფრიდონ ინჯიამ, დავით ზილფიმიანმა, გელა მიქაძემ და ავთანდილ ენუქიძემ ახალი პარტია, ევროპული სოციალისტები ოფიციალურად დააფუძნეს. პარტიის ყრილობა დღეს, 9 იანვარს გაიმართა, პარტიის თავჯდომარედ ფრიდონ ინჯია აირჩიეს.
ფრიდონ ინჯიამ, დავით ზილფიმიანმა, გელა მიქაძემ და ავთანდილ ენუქიძემ პატრიოტთა ალიანსი 5 იანვარს დატოვეს. საქართველოს მე-10 მოწვევის 150-წევრიან პარლამენტში “ქართული ოცნების” – 90 და “ევროპელი სოციალისტების” 4 დეპუტატი იქნება წარმოდგენილი.








![ემანდ სხვანაირი [შედეგი] არ დადგეს – ზარქუა გახარიას პარტიის საჩივარზე](https://newsreport.ge/wp-content/uploads/2026/06/2-218x150.jpg)






