რა მემორანდუმი გააფორმეს და რაზე შეთანხმდნენ “ქართული ოცნება” და “მოქალაქეები

დღეს პარტია მოქალაქეების ლიდერები ქართულ ოცნებას შეხვდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ელისაშვილმა განაცხადა, რომ ისინი მმართველ პარტიასთან შეთანხმდნენ და როგორც კი შეთანხმება გაფორმდება, საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთვებიან.

გთავაზობთ მოქალაქეებსა და ქართული ოცნებას მიერ გაფორმებულ მემორანდუმს სრულად:

ხელმომწერი პოლიტიკური პარტიები, მიზნად ვისახავთ რა უზრუნველვყოთ საქართველოში
დემოკრატიული პროცესების ჯეროვანი და სტაბილური განვითარება, ვთანხმდებით ფუნდამენტური საარჩევნო რეფორმის განხორციელებაზე შემდეგი პუნქტების შესაბამისად:
– 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის დადგინდება 5-პროცენტიანზე დაბალი,
არაუმეტეს 3-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი. ბარიერი დაზუსტდება შესაბამისი კონსტიტუციური კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო და საპარლამენტო განხილვების ფარგლებში. ამავე განხილვების ფარგლებში, პოლიტიკური პარტიები იმსჯელებენ დაბალი ბარიერის უფრო ხანგრძლივი ვადით ან მუდმივად ამოქმედების საკითხზეც;
– საპარლამენტო ფრაქციის წევრთა მინიმალური რაოდენობა განისაზღვრება საარჩევნო ბარიერის შესაბამისად. მიმდინარე მოწვევის პარლამენტში საპარლამენტო ფრაქციის შექმნის უფლება მიენიჭება არანაკლებ 4 პარლამენტის წევრს;
– თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, რუსთავისა და ფოთის მუნიციპალიტეტებში ყველა შემდეგი საკრებულოს არჩევნები ჩატარდება ოთხი ერთზე თანაფარდობით პროპორციულ და მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემებს შორის. სხვა მუნიციპალიტეტებში თანაფარდობა განისაზღვრება ადგილობრივ თავისებურებათა შესაბამისად, იმგვარად, რომ თანაფარდობა პროპორციულ და მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემებს შორის იყოს არანაკლებ ორი ერთზე პროპორციული სისტემის სასარგებლოდ. თბილისის საკრებულოს არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი იქნება 2,5 პროცენტი, ხოლო სხვა საკრებულოების არჩევნებისთვის – არაუმეტეს 3,2 პროცენტისა;
– განხორციელდება საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმირება, სრული პროფესიონალიზაცია და ოპტიმიზაცია ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესაბამისად:
  • ცესკოს შემადგენლობა განისაზღვრება პროფესიული ნიშნით არჩეული არანაკლებ 7 და არაუმეტეს 11 წევრით. ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს წარადგენს საქართველოს პრეზიდენტი იმ პირთაგან, რომლებსაც შეარჩევს პრეზიდენტთან შექმნილი, დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენელთაგან შემდგარი სპეციალური კომისია. ყველა პარტია, რომელიც დამოუკიდებლად მონაწილეობდა საპარლამენტო არჩევნებში და სარგებლობს პარლამენტის წევრის მანდატებით, დანიშნავს თითო წარმომადგენელს ცესკოში, რომლებიც სათათბირო ხმის უფლებით მიიღებენ მონაწილეობას ცესკოს სხდომებში. პარტიების წარმომადგენლები ისარგებლებენ ცესკოს წევრთათვის განსაზღვრული პრივილეგიებით, მათ შორის შესაბამისი შრომის ანაზღაურებით;
  • საოლქო საარჩევნო კომისიების შემადგენლობა განისაზღვრება ცესკოს მიერ პროფესიული ნიშნით არჩეული 5 წევრით. კომისიის წევრობის კანდიდატები შეირჩევიან ცესკოსთან შექმნილი სპეციალური კომისიის მიერ, რომლის შემადგენლობაში შევლენ დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ყველა პარტია, რომელიც დამოუკიდებლად მონაწილეობდა საპარლამენტო არჩევნებში და სარგებლობს პარლამენტის წევრის მანდატებით, საარჩევნო პერიოდში დანიშნავს თითო წარმომადგენელს ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში, რომლებიც სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობას მიიღებენ კომისიის მუშაობაში. პარტიების წარმომადგენლები ისარგებლებენ კომისიის წევრთათვის განსაზღვრული პრივილეგიებით, მათ შორის შესაბამისი შრომის ანაზღაურებით;
  • საუბნო საარჩევნო კომისიების შემადგენლობა განისაზღვრება პროფესიული ნიშნით არჩეული წევრებით (6 წევრი პლუს თითო რეგისტრატორი წევრი ყოველ 300 ამომრჩეველზე). კომისიის წევრობის კანდიდატების შერჩევის ზედამხედველობას განახორციელებს ცესკოსთან შექმნილი სპეციალური კომისია (იხ. ზემოთ). ყველა პარტია, რომელიც დამოუკიდებლად მონაწილეობდა საპარლამენტო არჩევნებში და სარგებლობს პარლამენტის წევრის მანდატებით, საარჩევნო პერიოდში დანიშნავს თითო წარმომადგენელს ყველა საუბნო საარჩევნო კომისიაში, რომლებიც ისარგებლებენ კომისიის წევრთათვის განსაზღვრული პრივილეგიებით, მათ შორის შესაბამისი შრომის ანაზღაურებით.
– პარტიებს ექნებათ უფლება, ჩაანაცვლონ საარჩევნო კომისიებში თავიანთი წარმომადგენლები არჩევნებამდე ნებისმიერ დროს, გარდა არჩევნების დღისა;
– საარჩევნო კომისიიდან პარტიის წარმომადგენლის გაძევება შესაძლებელი იქნება მხოლოდ შესაბამისი კომისიის წევრთა ორი მესამედის გადაწყვეტილებით;
– ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესაბამისად გადაისინჯება და აღსრულდება ნორმები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ. საჯარო მოსამსახურეებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს, მათ შორის სკოლებისა და საბავშვო ბაღების ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და პედაგოგებს/აღმზრდელებს აეკრძალებათ სამუშაო საათებში პოლიტიკურ აქტივობებში მონაწილეობა. საარჩევნო კამპანიის ფარგლებში აიკრძალება საჯარო მოსამსახურეებისა და მათთან გათანაბრებული პირების შეკრება სამსახურებრივი ნიშნით;
– კანონით აიკრძალება მოქალაქეთა შეკრება და დაყოვნება საარჩევნო უბნებიდან 100 მეტრის რადიუსში, აგრეთვე აღნიშნულ ტერიტორიაზე არჩევნების დღეს ამომრჩევლის აღრიცხვა. დადგინდება მკაცრი სანქციები აღნიშნული კანონდარღვევის ჩამდენთა წინააღმდეგ;
– საერთაშორისო პარტნიორებთან კონსულტაციების შესაბამისად განსაზღვრული მოცულობითა და განსაზღვრულ ვადებში, არჩევნებისათვის დაინერგება ახალი ტექნოლოგიები:
o დაინერგება ხმის მიცემა ელექტრონული აპარატის მეშვეობით, რომელიც უზრუნველყოფს ამომრჩევლის მიერ შევსებული საარჩევნო ბიულეტენის სკანირებასა და ამოცნობას. უბნებზე ხმის მიცემის შედეგები ხელმისაწვდომი იქნება ელექტრონულად წაკითხვადი ფორმით, რაც შესაძლებელს გახდის უმოკლეს დროში ამ შედეგების (მათ შორის რეგისტრირებული ამომრჩევლების, ბიულეტენების რაოდენობის, ბათილი ბიულეტენების შესახებ მონაცემების) გადამოწმებასა და დეტალურ ანალიზს;
o უზრუნველყოფილი იქნება ამომრჩევლის რეგისტრაცია თითის ანაბეჭდის მეშვეობით;
o საჭიროებისამებრ, უზრუნველყოფილი იქნება საარჩევნო უბნების ვიდეოკამერებით აღჭურვა და ყველა საარჩევნო პროცედურის ლაივსტრიმით გადაცემა;
o რამდენადაც ტექნიკურად შესაძლებელი და თავსებადი იქნება ამ მემორანდუმით გათვალისწინებულ სხვა ტექნოლოგიებთან, საარჩევნო ბიულეტენებზე მოხდება შტრიხკოდების (RFID-სტიკერები) განთავსება, რათა გამოირიცხოს საარჩევნო უბნიდან ბიულეტენის გატანა. ბიულეტენის გატანა დაისჯება სისხლის სამართლის წესით;
– ხმის მიცემა შესაძლებელი გახდება მხოლოდ ახალი ID-ბარათის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის გამოყენებით. მოქალაქეთათვის, რომლებიც არ ფლობენ ახალ ID-ბარათს, იგი უფასოდ გაიცემა;
– აიკრძალება და სისხლის სამართლის წესით დაისჯება საარჩევნო ბიულეტენის ფოტო და ვიდეოგადაღება;
– კანონმდებლობაში გაიწერება გარანტიები, რათა ნებისმიერი უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შემთხვევაში, უზრუნველყოფილი იყოს საარჩევნო უბნების სულ მცირე 10 პროცენტის გადათვლა;
– განიხილება საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა მიერ ხმის მიცემის შესაძლებლობის გაფართოების მექანიზმები;
– ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესაბამისად, გადაისინჯება საარჩევნო დავების განხილვასთან დაკავშირებული ნორმები, რათა უზრუნველყოფილი იყოს დავების დროული, გამჭვირვალე და ჯეროვანი გადაწყვეტა. ცესკოსთან შეიქმნება სპეციალური კომისია დამოუკიდებელი ექსპერტების, დამოუკიდებელი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელთა შემადგენლობით, რომელიც დააკვირდება დავების განხილვის პროცესს და რეკომენდაციებს წარუდგენს ცესკოს.
ზემოაღნიშნული პუნქტების შესაბამისად საარჩევნო რეფორმის განსახორციელებლად, შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი საპარლამენტო პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით. ჯგუფის მუშაობას წარმართავს ორი თანათავმჯდომარე საპარლამენტო უმრავლესობიდან და ოპოზიციიდან. შესაბამისი კანონპროექტები პარლამენტს წარედგინება არა უგვიანეს 2021 წლის 1 მარტისა, ხოლო კანონპროექტები პარლამენტის მიერ მიიღება 2021 წლის 1 მაისამდე.
ხელმომწერი პოლიტიკური პარტიები საჯაროდ აცხადებენ, რომ აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ საპარლამენტო მუშაობაში, უზრუნველყოფენ და ხელს შეუწყობენ პარლამენტის მიერ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის შემუშავებასა და მიღებას.

პოპულარული

“საქართველომ დროულად თქვა უარი “ევროპულ პერანგზე“–რუსი ექსპერტი

კრემლის მიერ კონტროლირებადი მედიასაშუალება –РИА Новости კიდევ ერთხელ წერს...

გორში განზრახ მკვლელობის მცდელობის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

გორში განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვა-ტარებისა...

დაურ ბუავას საქმეზე პროკურატურამ კიდევ ორ პირს ბრალი წაუყენა

პროკურატურის ცნობით, დაურ ბუავას გარდაცვალებასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე...

თუფაქ შაკურის მკვლელობაში დუეინ დევისი დამნაშავედ ცნეს

ლას-ვეგასის ნაფიცმა მსაჯულებმა 63 წლის დუეინ „კეფ დი" დევისი...

ვარშავაში დააკავეს და საქართველოში დააბრუნეს „კანონიერი ქურდი“, რომელიც ქართული კრიმინალური ჯგუფების ზედამხედველობას გეგმავდა

საქართველოდან პოლონეთში ჩასული „კანონიერი ქურდი“ ვარშავის აეროპორტში დააკავეს და...

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ერთი გენის შეცვლით მაღალი ქოლესტერინის პრობლემას სამუდამოდ აღმოფხვრიან

ერთი გენური ჩარევა — და შესაძლოა აღარ დაგჭირდეთ მაღალი ქოლესტერინის...

ჯარში გაწვევის უწყისი გამოქვეყნებიდან მე-7 კალენდარულ დღეს ჩაბარებულად ჩაითვლება

2026 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა საქართველოს მთავრობის 31 აგვისტოს...

თამაზ ელიზბარაშვილმა შიმშილობა დაიწყო

ბიზნესმენმა თამაზ ელიზბარაშვილმა შიმშილობა დაიწყო.“დღევანდელი უსამართლობის შემდეგ თამაზ ელიზბარაშვილმა...

ყველა ამბავი

ხვიჩა მაქაცარიას ბიზნესიმპერია: მონოპოლიები, რუსული კავშირები, ოფშორები და პოლიტიკური გავლენა–TI-ის კვლევა

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო ვრცელ კვლევას აქვეყნებს ბიზნესმენის შესახებ, რომელიც მათი კვლევის მიხედვით მსხვილ აქტივებს ფლობს საქართველოს სტრატეგიულ სექტორებში და...

რუსეთში თავდასხმის შედეგად მძიმედ დაიჭრა ავიაციის გენერალი სერგეი რომაშენკო

სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსში, 3 სექტემბრის დილით, უცნობმა პირმა რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების (სკძ) ოფიცერზე თავდასხმა განახორციელა, – ამის შესახებ...

თამაზ ელიზბარაშვილს მუქარის ფაქტზე ბრალდება წარედგინა

პროკურატურის ინფორმაციით, თამაზ ელიზბარაშვილს მუქარის ფაქტზე ბრალდება წარედგინა."შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 30 აგვისტოს,...

თქვენი ხელფასებისთვის გაყიდეთ აფხაზეთიც და საქართველოს ინტერესებიც: ხმაური აფხაზეთის უმაღლეს საბჭოსთან

ხმაური იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ანი წითლიძე და ბესო შენგელია მივიდნენ და საბჭოს...

მოსკოვი საქართველოს, ჩრდ. კორეასა და სხვა ქვეყნებს თანამშრომლობის განვითარებას სთავაზობს

რუსეთს მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს რეგიონთაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობისთვის ირანთან, მონღოლეთთან, ჩრდილოეთ კორეასთან, აზერბაიჯანთან და საქართველოსთან — ამის შესახებ განაცხადა რუსეთის...

უკრაინასთან კონფლიქტის მოგვარების შანსი არსებობს: პუტინის განცხადება

ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ უკრაინასთან კონფლიქტის მოგვარების შანსი არსებობს. ამის შესახებ მან ვლადივოსტოკში, აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა. უფრო დეტალურად,...

აქ მე კი არა, კობახიძე-მდინარაძე უნდა იყვნენ, რადგან მათ დაადო ხელი ღარიბაშვილმა!-გია ხუხაშვილი გამოკითხვაზე მივიდა

"აქ ახლა მე კი არ უნდა ვიდგე, აქ უნდა იდგნენ კობახიძე და მდინარაძე, რადგან მათ დაადო ხელი ღარიბაშვილმა, მაგრამ...

თუ რუსეთი სამხედრო ბაზის გაყვანას გადაწყვეტს, წინააღმდეგი არ ვიქნებით – ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ თუ რუსეთი სომხეთიდან ბაზის გაყვანას გადაწყვეტს, წინააღმდეგები არ იქნებიან.„ჩვენ წინააღმდეგი არ ვიქნებით,...

ღარიბაშვილის პოსტმა გამოხმაურება მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ აქტივისტებში ნახა, როგორც ჩანს, ახლა ერთ თამაშს თამაშობენ – ნინო წილოსანი

ნიკა გვარამია ღარიბაშვილს აგულიანებდა: „ატკინე, დააზიანე მაინცო“ და ალბათ, ამ ხაზის გაგრძელება იყო ეს პოსტიც და შემდგომი პოსტებიც -...

ხატია დეკანოიძე ჯორბენაძის საქმეზე გამოკითხვაზე სასამართლოში გამოცხადდება

ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ლაზარე ჯორბენაძის საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვაზე სასამართლოში გამოცხადდება. „ბიძინა ივანიშვილი არის შემოქმედი იმ სისტემის, რომელშიც...

შარმანაშვილი – ღარიბაშვილზე „დიფ სთეითმა“ იმოქმედა

„ოცნებაში“ ამბობენ, რომ ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე პროკურატურაში დაბარებული პირების გამოკითხვის შემდეგ ნათელი გახდება, ისინი ჭორებს ავრცელენ თუ რაიმე ხელშესახები...

გიორგი ბაჩიაშვილმა მაიამიში ვილა $51.5 მილიონად გაყიდა – New York Post

„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა მაიამიში, ჰიბისკუსის კუნძულზე მდებარე ვილა 51.5 მილიონ დოლარად გაყიდა. ამის შესახებ New York...