8 აგვისტოდან საქართველო გაერთიანებული სამეფოს ე.წ. წითელ სიაში გადაინაცვლებს

საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს განცხადებით, საქართველო ე.წ. წითელ სიაში მოხვდა.

“ყურადღება! გაერთიანებულ სამეფოში საერთაშორისო სამგზავრო მიმოსვლის რეჟიმი იცვლება. 2021 წლის 8 აგვისტოდან საქართველო გაერთიანებული სამეფოს ე. წ. „წითელი სია”-ში გადაინაცვლებს”,– წერია საელჩოს განცხადებაში.

დღეს საქართველოში კორონავირუსით კიდევ 38 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 3670 ახალი შემთხვევა დადასტურდა.