8 მარტის შეთანხმების შესრულებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს – ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლინას ლინკევიჩუსის თქმით, 8 მარტის შეთანხმების შესრულებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მინისტრი ტვიტერზე წერს, რომ დავით ზალკალიანს ტელეფონზე ესაუბრა და მხარდაჭერა დაუდასტურა.

“სატელეფონო საუბარი მქონდა ჩემს ქართველ კოლეგასთან. კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისაკენ. ხაზგასმით აღნიშნა, რომ 8 მარტის შეთანხმების შესრულებას ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის უდიდესი მნიშვნელობა აქვს”, – წერს ლინკევიჩუსი ტვიტერზე.