8 მილიონი იმიტომ გაჟღერდა, რომ ჩვენი საარჩევნო ნომერი არის 8 – ირმა ინაშვილი რუსეთიდან დაფინანსებაზე

“8 მილიონი იმიტომ გაჟღერდა, რომ ჩვენი საარჩევნო ნომერი არის 8”- ასე ეხმაურება პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი ირმა ინაშვილი ცენტრ დოსიეს საგამოძიებო მასალას იმის შესახებ, რომ პატრიოტთა ალიანსის ლიდერებს, რუსეთიდან, კრემლთან და რუსულ სპეცსამსახურებთან დაკავშირებული პირები აფინანსებენ.

“ეს არის აბსოლუტური აბსურდი. რვა მილიონიანი ბიუჯეტის განხილვა საერთოდ არ ყოფილა. რვა მილიონი, ალბათ, იმიტომ აიღეს, რომ ჩვენი საარჩვენო ნომერი რვა არის. ჩვენი საარჩევნო ნომერი 41 რომ ყოფილიყო, ალბათ, 41 მილიონიან ბიუჯეტს გაგვიანგარიშებდნენ და 41 მილიონს დაგვაბრალებდნენ”, –  განაცხადა ინაშვილმა ბრიფინგზე.

მილიონობით დაფინანსება, სქემები და ურთიერთობები კრემლთან – ნახეთ მასალები პატრიოტთა ალიანსის რუსული კავშირების შესახებ